ირინა სარიშვილი: ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად – ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
მის განცხადებაში საუბარია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებებში შეიჭრნენ და დაწვან.
„ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, რამდენიმე ათასი და არა ერთი და ორი. ყველა ერთად, ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია და უსამართლობის კერა რომ არის, იმის დასაწვავად. ყველა ერთად უნდა შევდიოდეთ ყველა შენობაში იმიტომ, რომ ყველა შენობა ჩვენია. გგონიათ ამას ძალიან ბევრი ხალხი უნდა? ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა ამას. დანარჩენმა ორასი ათასმა და ნახევარმა მილიონმა დაუკრას ტაში, ჩვენ ხომ უმეტესობა მაინც მაყურებლის როლში ვართ“- განაცხადა სარიშვილმა.