კირცხალია – „ატლანტიკური საბჭოს” კვლევაზე: ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია
“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.
ის „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, – აღნიშნავს კირცხალია.