ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს – ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით შეინახონ
“სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს, ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას საშუალება თუ მიეცემა, ეცდება, ეს პირები ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს.
„ეს ერთგვარი საერთაშორისო ქსელის ქმედებების ნაწილია – ინახავენ პოლიტიკოსებს, რომელთა უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებო გამოიწვია, ინახავენ. ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.