საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „სარტყელისა და გზის ინიციატივის” ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.