“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაცხადებული მზაობა, რომ ის, ყველა ლოგიკური პარამეტრიდან გამომდინარე, უნდა აშენდეს” – ალუდა ღუდუშაური

“დიახ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული მზაობა, რომ ეს პორტი, ყველა ლოგიკური პარამეტრიდან გამომდინარე და ასევე ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აშენდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს.

ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, რომ ანაკლიაში სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება.

“რაც შეეხება ამერიკულ ინვესტიციებს – არ ვიცი მერამდენედ და რა ფორმით შეგვიძლია კიდევ გამოვხატოთ, რომ ჩვენ ღია ვართ ამ პროცესისთვის, მივესალმებით [ამერიკელ ინვესტორებს], მობრძანდნენ, გამოხატონ. უამრავჯერ გაკეთდა შეთავაზება, მათ შორის, ღიად. საერთაშორისო ტენდერები, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხადდებოდა და ცხადდება, ნიშნავს იმას, რომ, ბუნებრივია, ყველას და პირველ რიგში, მათ, აქვთ ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს [რომ დაინტერესდნენ]. ეს არის საკითხი, რომელზეც დისკუსია, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 2×2 რომ არის 4 და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება 6 ან 7,5. ისეთივე მარტივი საკითხია, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და აკეთებდა. თუ უბრალოდ მათი მხრიდან ვერ იქნება [დაინტერესება], ახლა არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება კიდევ უფრო მეტად, რომ რაიმე გაკეთდეს ამ კუთხით. ჩვენ, ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ, მზაობა გვაქვს მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ, მეორე მხარისგან, დავუშვათ ამ შემთხვევაში აშშ-ის ინვესტიციაზე ვისაუბროთ, ხომ უნდა იყოს მინიმუმ დაინტერესება, მსჯელობა, წინადადება და ა.შ. ასეთი საკითხები ხომ არ ხდება ერთ და ორ წუთში. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით იგივე ინტერესს ვერ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე”, – ამბობს ღუდუშაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები