გურამ დუმბაძე – ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სტრატეგიული პროექტების ეფექტიან მართვასა და განხორციელებას

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

„გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ასეთი ტიპის სტრატეგიულ პროექტებს, მათ ეფექტიან მართვასა და განხორციელებას,” – აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები