აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა მკვეთრი ვარდნა განიცადა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით 13–15%-ით შემცირდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ერთდღიან ვარდნად მიიჩნევა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ფასის კლებას გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირება და ბაზრის მოლოდინი განაპირობებს, რომ ნავთობის მიწოდება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გავლით, ეტაპობრივად აღდგება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვითარება კვლავ მყიფეა და ფასების დინამიკა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შენარჩუნდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.