ჩეჩენი მინისტრის ქალიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ცოლად გაჰყვა

ჩეჩენი ქალბატონი სირიაში. უცხოურ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩეჩნეთის ერთ-ერთი მინისტრის ასუ დუდურკაევის ქალიშვილი სედა სირიაში გაემგზავრა იმისთვის, რომ ისლამისტების მხარეზე ომში მიეღო მონაწილეობა. როგორც თურქულ პრესაზე დაყრდნობით Vesti.Az აცხადებს, სედა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ომარ შიშანის „მარჯვენა ხელს“ – ჰამზატს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ბავშვობაში მეზობლად ცხოვრობდა.
სედას დაქორწინების ამბის შეტყობინებისას, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ახალგაზრდა ქალის მამა გაათავისუფლა და განაცხადა, რომ სედას დაბრუნება ჩეჩნეთისთვის ღირსების საქმეა. ჩეჩნეთის ოფიციალური პირები ჰამზატის დედას – ლეილა აჩიშვილს დაუკავშირდნენ, რომელიც სირიაში ჩასვლას აპირებდა და სთხოვეს მას სედას წამოყვანა. «Daily Beast»-სთვის მიცემულ ინტერვიუში აჩიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ახალგაზრდები დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი. სედამ კი აჩიშვილს განუცხადა, რომ სირიაში თავს თავისუფლად გრძნობს და იქვე აპირებს სიკვდილს. აჩიშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჰამზატის სიკვდილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. საუბარი იმაზეც იყო, რომ სწორედ შიშანიმ გაანადგურა ჰამზატი. მით უმეტეს, რომ ჰამზატის სიკვდილის შემდეგ აბუ ომარ შიშანიმ სედას სამშობლოში მარტო დაბრუნების უფლება არ მისცა და საკუთარ მეუღლედ აქცია, – წერს Vesti.Az.

10754786_859593157414257_1235512371_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები