მედია – “ირანში იანვრის მასობრივი არეულობის ორი ორგანიზატორი ჩამოახრჩვეს”
“ისლამურ რესპუბლიკაში ანტისამთავრობო არეულობების ორი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს”,- ამის შესახებ სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა.
მედიის თანახმად, ისინი ტერორისტულ დაჯგუფება „მუჯაჰედინ-ე ხალკთან“ (ირანის სახალხო მოჯაჰედების ორგანიზაცია, რომელიც აკრძალულია ირანში) იყვნენ დაკავშირებულნი.
ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში, მათ შორის თეირანში ყუმბარმტყორცნის გამოყენებით შეიარაღებული თავდასხმის განხორციელებაში.
გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, ორივეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ირანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 30 მარტის დილით ბრალდებულები ჩამოახრჩვეს.
შეგახსენებთ, ირანში არეულობა 2025 წლის 29 დეკემბერს, რიალის მკვეთრი ვარდნით გამოწვეული ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო, რომლებიც თითქმის ყველა დიდ ქალაქს მოედო.
2026 წლის 8 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, დემონსტრანტებს შორის შეიარაღებული ტერორისტები გამოჩნდნენ. თეირანმა არეულობის ორგანიზებაში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.