“ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა – ხდება ეკლესიაზე შეტევა, უტიფარი და უწმაწური” – ვოლსკი

“ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის, უტიფარი და უწმაწური”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს.

„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავიანთი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგათ, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები