ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

თავის არეში მიყენებული ტრავმებით მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები