“ლელო“ საქართველოს კონსტიტუციას ყველა ნაბიჯზე არღვევს, ის არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში მყოფი პარტია” – გორდულაძე

“ლელო“ საქართველოს კონსტიტუციას ყველა ნაბიჯზე არღვევს. „ლელო“ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში მყოფი პარტია, რომლის თაობაზეც ჩვენი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სარჩელია მომზადებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის პარტია “ლელოს” განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

„ამით ცდილობენ, ისინი გადაარჩინონ და იმ დანაშაულებს ჩამორეცხენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ აერთიანებთ. პარტია როცა არ ცნობს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, მათთან რა დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი? კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს მათ შორის დაპირისპირებაა. ამით ჰგონიათ, ხელისუფლებაში მოვლენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები