აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
სამხედროების თქმით, ინციდენტი ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს, საჰაერო სივრცეში მოხდა.
„ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, მეორე კი უსაფრთხოდ დაეშვა“, – ნათქვამია აშშ-ის სარდლობის განცხადებაში.
სარდლობას არ განუცხადებია, ეკიპაჟის რამდენი წევრი იმყოფებოდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე და არც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაა ცნობილი.
პროირანული დაჯგუფება „ერაყის ისლამური წინააღმდეგობა“ (IRI) აცხადებს, რომ ამერიკული KC-135 ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად ჩამოაგდო.