მარიამ კობიაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის სამართლებრივი დაცვის განყოფილების უფროს გაბრიელ ლოუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის სამართლებრივი დაცვის განყოფილების უფროს გაბრიელ ლოუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოში მცხოვრები
უკრაინის მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის სწავლების გზით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებში უფროსის თანაშემწე თეა კვირიკაშვილი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში გაეროს ლტოლვოლთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. UNHCR-ის მხარდაჭერით სკოლამ არაერთი პროექტი წარმატებით განახორციელა.