დავით მათიკაშვილი – რადიკალებს სიმართლის აღიარება არ სურთ და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა

“რადიკალებს სიმართლის აღიარება არ სურთ და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეეძლო მანდატები გამოეყენებინა და დიალოგი პარლამენტში გამართულიყო.

„რადიკალები რაზე საუბრობენ, ამას ყველა ისმენს – თურმე, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, მათი მხრიდან არ მომხდარა ძალადობა, არჩევნები გაყალბებულია და ა.შ. პარლამენტი საუბარს ნიშნავს. საუბარი პარლამენტში უნდა გაიმართოს. აქ მობრძანებულიყვნენ, როცა ჩატარდა არჩევნები. მანდატები გამოეყენებინათ და დიალოგი აქ გამართულიყო. რადიკალებს სიმართლის აღიარება არ სურთ და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა. ვფიქრობ, ამას ეუთო-დან ჩვენი მეგობრები გაიგებენ და სწორად აღიქვამენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები