დავით მათიკაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ვითომ დაიშალა, შემდეგ ისევ გაერთიანდა – ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს

“ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ვითომ დაიშალა, შემდეგ ისევ გაერთიანდა – ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ვითომ დაიშალა, შემდეგ ისევ გაერთიანდა – ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. ეს არის თეატრი, შაპიტო, რომელსაც ქართული საზოგადოება 2012 წლიდან დღემდე აკვირდება. იდეა და იდეოლოგია, რომელიც მათ ბელადს, მიხეილ სააკაშვილს აქვს, სამწუხაროდ, კვლავაც ცოცხალია საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება. პროცესია იმის თაობაზე, შიგნით ვინ იქნება პირველი ანტიქართველი, პირველი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ ჩაიბარებს იმ დესტრუქციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. არ არის გამორიცხული, ამ თემას კონკრეტული პირები შეწირონ და ეს ისე წარუდგინონ საზოგადოებას, თითქოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ხდება. ალბათ, სიტყვა „ჯანსაღი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ის ტერმინებია, რომლებიც ერთმანეთს არ შეესატყვისება. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა. ეს ყველა არჩევნებზე გრძელდება, განაჩენი, რომელიც 2012 წელს საქართველოს საზოგადოებამ გამოუტანა, მათთვის საბოლოოა. პოლიტიკურ მდგენელში ისინი ვერასდროს ვეღარ აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები