“დღეს ევროკავშირს აცლიან ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ანალოგად” – პაპუაშვილი

“ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას, სინამდვილეში – ჩვენ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ევროკავშირს აცლიან ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ანალოგად.

“ამ ყველაფერს სერიოზული გააზრება სჭირდება. ჩვენ და აშშ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ხაზს ვუსვამთ, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს დღევანდელ ბრიუსელს ევროკავშირი. სულ უფრო აკლდება მას ნიშნები ევროპულობის და მხოლოდ სახელად რჩება ევროპული, არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსის. ის, ვისაც საბჭოთა კავშირი აქვს ამას პირდაპირ ვხედავთ. ჩანს პირდაპირ, ვგრძნობთ, ვხედავთ, გვახსენდება ის ესთეტიკა, ის შინაარსი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, ის დამოკიდებულება, რაც იყო, ზუსტად ერთი ერთში რეინკარნაცია ხდება ამ ყველაფრის დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ევროკავშირში და ეს არის სამწუხარო”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები