ეკა სეფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტზე: ეს მისია ემსახურება სწორედ იმას, რომ რეალური ინფორმაცია გავაცნოთ საქართველოს შესახებ

„დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ აღქმები არის რეალობა, მაგრამ მე მათ შევახსენებ, აღქმები კი არის რეალობა და თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე,” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, აღქმები კი არის რეალობა, მაგრამ მე მათ შევახსენებ, რომ აღქმები არის რეალობა და თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დავაფუძნოთ რეალურ ფაქტებს. ეს მისია ემსახურება სწორედ იმას, რომ რეალური ინფორმაციას გავაცნოთ საქართველოს შესახებ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები