ირაკლი კობახიძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე – ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან
ირაკლი კობახიძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ღიაა დიალოგისთვის ყველასთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, – განაცხადა პრემიერმა.