ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

“თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი,” – ამის შესახებ ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

“მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველოში ისრაელის ელჩსა და საელჩოს კი რადგან ანდაზები ყვარებიათ (,,მეგობარი გასაჭირში იცნობაო”) კიდევ ერთ ანდაზას შევახსენებდი: ,,ნამუსიც კარგი საქონელიაო!”” – წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები