ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას“ ეწვია და დარეჯან ჩხეტიანს და მის თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას“ ეწვია და სამუშაო გარემოში დარეჯან ჩხეტიანს და მის თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დარეჯან ჩხეტიანი „ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია, მისი პროფესიული საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდება ახალ სიცოცხლესა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას – ექიმის ხელში ათასობით ბავშვი დაიბადა.

ის ასევე იყო საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის წევრი და 2000–2004 წლებში ბოლნისის საკრებულოს წევრი.

„8 მარტი მსოფლიოში ქალთა უფლებებისა და მათი მიღწევების აღიარების დღეა, თუმცა ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, იმ ქალების დაფასების შესაძლებლობაა, რომლებიც საკუთარი საქმითა და თავდადებით უკეთესს ხდიან ჩვენს საზოგადოებას.როდესაც ქალის განსაკუთრებულ როლზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი-ქალბატონი დარეჯან ჩხეტიანი. ასევე, გულითადად ვულოცავ 8 მარტს ყველა ქალს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ სითბოსა და წარმატებას”, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ

შეხვედრის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ დარეჯანსა და მისი გუნდის წევრებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ საზოგადოებისთვის გაწეული პროფესიული საქმიანობით შეაქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დღესასწაული საავადმყოფოს თანამშრომელ ქალებს მიულოცეს-საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ქალაქ ბოლნისის მაჟორიტარმა – თეიმურაზ ჯოხაძემ, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძემ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძემ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები