სენატორი ჯოშ ჰოული ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების “შავი ფულით” დაფინანსებაში ადანაშაულებს

სენატორი ჯოშ ჰოული ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების “შავი ფულის” მეშვეობით დაფინანსებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მან FoxNews-ის ეთერში განაცხადა, როდესაც წამყვანმა ლოს-ანჯელესში არეულობებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, როგორ მოხვდა მომიტინგეების ხელში მთელი ყუთი აირწინაღები, როგორ მოხდა მათი ასე სწრაფად დარიგება და ხომ არ მოდის ეს ყველაფერი სოროსისგან.

სენატორი აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესში დაწყებული არეულობები წინასწარ დაგეგმილი იყო და ვარაუდობს, რომ ამ პროცესების უკან ჯორჯ და ალექს სოროსები იდგნენ.

მისი თქმით, ეს პროტესტები ძალადობრივ ხასიათს შეიცავს, “სწორედ ამიტომ, საჭიროა დაფინანსების წყაროების გამოძიება და მოძალადეების დასჯა”.

“სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავარკვიოთ. მე მზად ვარ დავდო ფსონი, რომ ამის დიდი ნაწილი ნამდვილად სოროსისგან მოდის, რადგან სოროსმა განსაკუთრებით კარგად დახვეწა “ბნელი ფულის” სქემა, როდესაც ფული სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის გადააქვთ ისე, რომ მისი კვალის პოვნა შეუძლებელია. მაგრამ, უბრალოდ დაფიქრდით დღევანდელ არეულობებზე, რომლებიც ლოს-ანჯელესში დაიწყო და შემდეგ სხვა ქალაქებშიც სცადეს გავრცელება, რასაც ახლა ტრამპი აჩერებს. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. არცერთი მათგანი არ იყო სპონტანური. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ყველა ერთსა და იმავე სცენარს მიჰყვებოდა.

იგივე მოხდა უნივერსიტეტების კამპუსებშიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს სტუდენტური დემონსტრაციები, ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი. ყველაფერი ყალბია, რადგან დღევანდელი დემოკრატიული პარტია ერთგვარი თეატრალური დასია, რომელსაც ჯორჯ სოროსი აფინანსებს. პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ ისინი ასევე ძალადობრივია. სწორედ ეს ვნახეთ ბოლო კვირის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფულის ნაკადი. უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ძალადობაში მონაწილეობენ და უნდა შევაჩეროთ ქვეყნის გაყოფის მცდელობა, რომელსაც დემოკრატები უკვე წლებია ახორციელებენ”, – განაცხადა სენატორმა.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები