კულტურის სამინისტრო ამირან არაბულს 70 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო 70 წლის იუბილეს ულოცავს ამირან არაბულს.
„მრავალი წელია, ბატონი ამირანი ჩვენს ხალხში შემონახულ სიმდიდრეს – ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს ეძებს, იკვლევს და ამ საგანძურს მომავალ თაობებს გადასცემს. ის ამ საქმეს უდიდესი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით ემსახურება. ასეთ ადამიანებს, როგორც კულტურის ნამდვილ მცველებს, ჩვენს საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი უკავიათ.
ბატონ ამირანს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს“, – წერია ინფორმაციაში.