გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია – სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.