ბეირუთზე ისრაელის დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო ოპერაციების ცენტრის ცნობით, ბეირუთის აეროპორტის მარშრუტზე ისრაელის დრონებით განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
„აეროპორტის გზაზე ისრაელის ორი მტრული დრონის დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.