კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.