ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ბოლნისში, მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ტექნიკით გაიწმინდა ქალაქ ბოლნისში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიმდებარე ტერიტორიები და სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტამდე მისასვლელი გზები, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი.
“უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ხე-მცენარეები. შესაბამის სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, კომუნალური მეურნეობისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დილიდან ახორციელებენ,”- წერია ინფორმაციაში.