გოგა ხაინდრავა – ბრიტანეთის ელჩს: “ზურა გირჩი შარვალჩახდილი ჯაფარიძესავით რუსეთთან მედგრად მებრძოლს “ზადნი ხოდით” სიარული გეკადრება?!”
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქსის საკუთარი გვერდიდან ეხმიანება დიდი ბრიტანეთის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობას:
“მისტერ უორდ! ეს რა იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკანა კარით რომ შეიპარე და გამოიპარე?! ამოდენა დიდი ბრიტანეთის დიპლომატი! ზურა გირჩი შარვალჩახდილი ჯაფარიძესავით რუსეთთან მედგრად მებრძოლს “ზადნი ხოდით” სიარული გეკადრება?! აქეთ ფიშერი, იქით ჰერჩინსკი, შუაში შენ და წინ შტურმით!”- წერს ხაინდრავა.