ბოლნისის მერი, ზამურ ჭითანავა საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“მარნეულის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კლუბის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიმდინარე სპორტული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლის შემდეგაც ,,სიონის“ ახალი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი, საფეხბურთო გუნდის კაპიტანი და ახალწვეულები წარადგინა.

ზამურ ჭითანავამ საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვა.

ღონისძიების დასასრულს, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ წარმომადგენელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და „სიონის“ სამახსოვრო მაისური გადასცა.

ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, კომპანია ,,არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, ზურაბ დევდარიანი და კლუბის გულშემატკივრები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები