ბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილებები დაამტკიცეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში” ცვლილებები დამტკიცდა.

ცვლილებების მიზანია სოციალური პროგრამების გაუმჯობესება და დახმარების უფრო ეფექტურად მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გაფართოვდა „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა -დაემატა ჯგუფური პრევენციული კონსულტაციები ფსიქოლოგების ჩართულობით.

სვანიძის თქმით, სოციალური პროგრამები მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ეს გადაწყვეტილებები ჩვენი გუნდის სტრატეგიის ნაწილია, რათა სოციალური პროგრამები ეფექტიანი, თანამედროვე და მოქალაქეებზე ორიენტირებული იყოს.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ.

საკრებულომ მხარი დაუჭირა 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას, რომლის მიხედვითაც დმანისის მუნიციპალიტეტი ბოლნისის რაგბის კლუბს 100 000 ლარით დააფინანსებს.

საკრებულოს საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით განხორციელდა საწვავისა და სასაუბრო ლიმიტებთან დაკავშირებული ცვლილებებიც.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები