მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, ბორგე ბრენდემ თანამდებობა დატოვა,- ინფორმაციას Reuters-ი თავად ბრენდეს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრენდეს განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რათა ფორუმმა „თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გააგრძელოს“.
გადადგომას წინ უძღოდა დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება, რომელიც ბრენდესა და გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის კონტაქტებს ეხებოდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი შეხვედრა და ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა.
ბორგე ბრენდე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ფორუმის საქმიანობა უწყვეტად გაგრძელდება, ხოლო ხელმძღვანელობის დროებითი გადანაწილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.