ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ხატავეთის, ზემო არქევანის, ქვემო არქევანისა და მამხუტის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.
მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 714 000 ლარი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული”,- წერია ინფორმაციაში.