უკრაინის გენშტაბის წყაროს ცნობით, Starlink-ის ბლოკირებამ რუსეთის აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა
მას შემდეგ, რაც რუსებმა Starlink-ის სატელიტურ საკომუნიკაციო ქსელზე წვდომა დაკარგეს, ამჟამად მათი აქტივობის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, – ამის შესახებ UNIAN-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყარომ განუცხადა.
წყაროს ცნობით, რუსებს პრობლემები აქვთ შეზღუდული სატელიტური კომუნიკაციის გამო. ეს გავლენას ახდენს მათი საერთო სარდლობისა და კონტროლის პროცესზე. და რადგან მტრის შესაძლებლობები შეზღუდულია, თავდაცვის ძალები ამით სარგებლობენ.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა დღეს განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალები რუსებისთვის უკვე დაბლოკილია.