ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარზე დაბლა დაეცა
ბიტკოინის ფასი 10%-ით დაეცა და 2024 წლის ნოემბრის დასაწყისის შემდეგ პირველად, 68 000 დოლარს ჩამოსცდა.
Coin Market Cap-ის მონაცემებით, რომელიც 20-ზე მეტი კრიპტოვალუტის ბირჟის საშუალო ფასს ითვლის, ბიტკოინის ფასი 24 საათში 10.2%-ით დაეცა და $67,120 შეადგინა.
ვაჭრობის მოცულობით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტის ბირჟაზე, Binance-ზე, ბიტკოინის ფასი $67,704-მდე დაეცა.