რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კადაფის შვილის მკვლელობა დაგმო

რუსეთი მკაცრად გმობს ლიბიის ყოფილი ლიდერის შვილის, საიფ ალ-ისლამ კადაფის მკვლელობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, 3 თებერვალს, დასავლეთ ლიბიაში, ქალაქ ზინტანში, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის უფროსი ვაჟი, საიფ ალ-ისლამი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დანაშაულს“, – ციტირებს ზახაროვას განცხადებას რუსეთის დიპლომატიური ვებგვერდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები