ზღვის ცხოველების გლობალური გადაშენების კვალი აღმოჩენილია

ცნობილია, რომ დედამიწის ისტორიაში 5 მასობრივი გადაშენება იყო, თუმცა მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ იყო ასევე მეექვსე გადაშენებაც.
მეცნიერების მოსაზრებით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კატასტროფა 252 მილიონი წლის წინ მომხდარი პერმის დიდი გადაშენებაა, რომელიც სხვა მასობრივი გადაშენებით იყო პროვოცირებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოვა, რომ პერმის პერიოდის ცხოვრებამ ორმაგი დარტყმა მიიღო.
დიდმა გადაშენებამ ზღვის ყველა სახეობის 90% მეტი და ხმელეთის ცხოველების 70% გაანადგურა.
როგორც ახლახან გახდა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის ჰალას უნივერსიტეტის მეცნიერი დევიდ ბონდი ამტკიცებს, რომ თანამედროვე არქტიკის ტერიტორიაზე მომხდარი ზღვის ორგანიზმების მსხვილი გადაშენების კვალია აღმოჩენილი. ის, რაც ბონდმა ნორვეგიაში და გრენლანდიაში აღმოაჩინა, ცხადყოფს, რომ ზღვის ყველა ცხოველის 50%-ზე მეტი კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ამასთან, ზოგმა ჯგუფმა 80%-მდე მრავალსახეობა დაკარგა.
ექსპერტების მტკიცებით, ყოველი მასობრივი გადაშენება რამდენიმე ფაქტორის გაერთიანების შედეგია: კლიმატის ცვლილება, ზღვის დონე, ჟანგბადის ნაკლებობა და სხვა. ბონდის სამეცნიერო კვლევა Geological Society of America Special Papers-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები