პაპუაშვილი – ფასების რეგულირებაზე: ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას

„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე განიხილება და შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც სამივე საკითხს – როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული”, – ამის შესახებ პარლანენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საზოგადოების ჩართულობა მოხდება საჯარო სხდომების მეშვეობით.

“ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ, საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები