ინდოეთში სასიკვდილო ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა – კარანტინში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფება

ინდოეთში სასიკვდილო ნიპაჰის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი – მიმდინარე კვირაში. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაინფიცირებულთა შორის არიან ექიმი, მედდა და საავადმყოფოს კიდევ ერთი თანამშრომელი, რაც ვირუსის შესაძლო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკზე მიუთითებს. შემთხვევები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ბენგალის შტატში გამოვლინდა.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 100 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი, მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი თავდაპირველად 25 წლის წინ გამოვლინდა მალაიზიაში და მოგვიანებით, მისი აფეთქებები ბანგლადეშში, ინდოეთსა და სინგაპურში დაფიქსირდა.

ინდოეთში ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებიც ნიპას ვირუსის გავრცელებას ყოველწლიურად ებრძვიან, მოსახლეობას ვირუსული ინფექციის ზოონოზურ ბუნებაზე აფრთხილებენ.

“ეს უფრო მეტად სოფლის და ტყის მიმდებარე რაიონებშია მოსალოდნელი, სადაც სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა ზრდის ადამიანებსა და საკვების მაძიებელ ხილისმჭამელ ღამურებს შორის კონტაქტს“, – განაცხადა კოჩინმა, ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რაჯივ ჯაიადევანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ნიპას ვირუსი ეპიდემიური პოტენციალის გამო პრიორიტეტულ პათოგენად კლასიფიცირდება. ნიპას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ან მკურნალობა არ არსებობს. ჯანმო-ს ცნობით, ვირუსით ინფექცია ადამიანებში კლინიკური გამოვლინებების ფართო სპექტრს იწვევს, უსიმპტომო ინფექციიდან დაწყებული და ფატალური ენცეფალიტით დამთავრებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები