მამუკა არეშიძე: ღარიბაშვილმა აფხაზებისთვის შეთავაზება საჭირო დროს გააკეთა

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აფხაზი და ოსი ხალხისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიას და ევროპული პერსპექტივას შეთავაზებას დადებითად აფასებს.
როგორც ექსპერტი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეთავაზება საჭირო დროს გააკეთა. მისივე თქმით, აღნიშნულით მეორე მხარისთვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა, რომ ეს გზავნილი სწორად იყოს გაგებული. არეშიძის განმარტებით, პრემიერის გზავნილს ასეთი შინაარსი აქვს – „ჩვენთან ერთად კი უფრო მოხერხებულად იცხოვრებთ თქვენი სუვერენიტეტის ფართო ფორმატში“.
„ღარიბაშვილმა აფხაზებისთვის შეთავაზება საჭირო დროს გააკეთა … მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები არავითარ ავტონომიაზე ჩვენთან ლაპარაკს არ დაიწყებენ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა იქითა მხარეს იმისთვის, რომ ეს გზავნილი სწორად იყოს გაგებული, რომელსაც დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს, ხომ ხედავთ, რუსები იმ სუვერენულ ნაწილსაც გართმევენ, რომელიც გაქვთ და ჩვენთან ერთად კი უფრო მოხერხებულად იცხოვრებთ თქვენი სუვერენიტეტის ფართო ფორმატში. ეს გზავნილი აუცილებლად დაილექება და სწორად შეფასდება.
სხვათა შორის, მე უკვე მომწერა ერთმა ჩვენმა აფხაზმა კოლეგამ, ღარიბაშვილმა მიზანში გაარტყაო… არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, გარდა იმისა, რომ ეს იყო საჭირო და დროული გზავნილიც, თუმცა ასეთი ტიპის განცხადებას ხელისუფლების მხრიდან აფხაზები კარგა ხანია ელოდებიან. ახლა საჭიროა შემდეგი ნაბიჯები, უნდა ამუშავდეს მრავალარხიანი დიპლომატია, რომელმაც შეიძლება შედეგზე გაგვიყვანოს, მხოლოდ გზავნილებით შედეგს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები