დავით ფერაძე განათლების სამინისტროში მომუშავე „ნაციონალების“ გვარებს ასახელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომუშავე პირები დღემდე წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ფერაძე ავრცელებს.
„არსებობს წამყვანი ბირთვი, რომელიც, ფაქტობრივად, ჟანდარმერიაა და მას ჰქვია შიდა აუდიტის სამსახური”, – ამბობს ფერაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” დროს მმართველ ძალას წარმოადგენდა ალექსანდრე ონოფრიშვილი, რომელიც დღეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსია, ხოლო მისი მოადგილე, ასევე „ნაციონალი“ დავით მოდებაძე შტატგარეშე თანმშრომელია.
„კეზერაშვილი რომ ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, მაშინ ონოფრიშვილი მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, თბილისის III განყოფილების უფროსად, დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირია”, – აცხადებს ფერაძე.
„მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი კიდევ რამდენიმე გვარს ასახელებს – გიორგი ქოჩიშვილს, თეონა გაბიჩვაძეს, ირმა გელანტია-ახვლედიანს, დავით მოდებაძეს.
„ვეცადე, მაგრამ ვერ გავარკვიე, რას ნიშნავდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შტატგარეშე მოადგილე, არადა, სწორედ ამ პოზიციაზეა დავით მოდებაძე, რომლის მეგობარიც არის ირმა გელანტია. ეს დავით მოდებაძე „ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ანუ იქაც მაღალ თანამდებობაზე მყოფი, ოღონდ განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ „ნაციონალების” დროს არის მოხვედრილი.
როგორც მითხრეს, კიდევ არის ერთი შტატგარეშე თანამშრომელი თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, ოღონდ მას აქვს ძალიან საინტერესო სახელი „გამაძღე”, სინამდვილეში ნამდვილი სახელი და გვარია მამუკა აბაშიშვილი. ეს ადამიანი „ნაციონალების” დროს მუშაობდა ქარელის გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამ „გამაძღემ” სამინისტროში იმუშავა, რამდენიმე სკოლის დირექტორს დაუდო დასკვნა, დაწინაურდა და ახლა გადაყვანილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ”, – აცხადებს ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები