მიჩიგანის შტატში, დიდთოვლობის გამო, 100-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, დიდთოვლობის გამო, გზატკეცილზე 100-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
„უამრავი დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ამჟამად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ოტავას ოლქის შერიფის ოფისი აქტიურად იძიებს დაახლოებით 100 ავტომობილის მონაწილეობით მომხდარ ავარიას“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
როგორც FOX Weather-ი ოტავას ოლქის შერიფის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, დღეს დილით მომხდარი ინციდენტის შედეგად 9-დან 12-მდე ადამიანი დაშავდა.