სავაშ ბალდარი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრი იქნება

პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი, (სავაშ ბალდარი) ტელეიმედის მეგაშოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
„ვფიქრობ შეფასებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ესთეტიურ მხარეს მივაქცევ“, – ამბობს სავაშ ბალდარი.
სავაშ ბალდარი თურქი მსახიობია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში. მისი მონაწილეობით სერიალები კი დიდ ინტერესს იწვევს. გარდა ამისა, ბალდარი საქართველოში ლეიკემიით დავადებული ბავშვების დახმარებას ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები