ნინო წილოსანი: ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც

ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც ეს წითელი ხაზია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სადაც ჩარევის უფლებას ვერავის მივცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ევროკავშირის ბიუროკრატია საკმაოდ რთულ პერიოდს გადის მას შემდეგ, რაც აშშ-ის მხრიდან ისინი არაერთხელ იყვნენ გაკრიტიკებული სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო და იმ არაფორმალურ გავლენებზე დაქვემდებარებების გამო, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები