დედა მანახე მსოფლიო სანამ დავბრმავდები
მისი ნაბიჯები ნელია, მაგრამ თავდაჯერებული. ლუისი 13 წლის არის და თავდაჯერებულად დადის ლოდებზე ტოტენკირჩლის ასავალ ბილიკზე 2190 მეტრიან ბრიკსენის მთაზე.
ჯერ ადრეა თუმცა ლუისმა უკვე გაიღვიძა, მისი თვალები არაჩვეულებრივად კაშკაშებს. ის მამასთან ერთად მოდის და ხელ-ჯოხი 13 წლის ბიჭუნასთვის ცოტა უჩვეულოდ ჩანს და არავის არ მოუვა თავში, რომ ლუის კორბეტი ახალი ზელანდიიდან თანატოლებისაგან განსხვავდება. კი ლუისი საკმაოდ განსხვავებულია ის იტანჯება მძიმე დაავადებისაგან: მისი მხედველობა -50% და რამოდენიმე თვეში საეთოდ დაბრმავდება. ამიტომ მისი მშობლები მას მსოფლიოს ანახებენ. ლუისი უკვე რომში, ბოსტონში და გრანდ-კანიონზე არის ნამყოფი. მან ასევე ნიაგარის ჩანჩქერზე ვერტფრენით იფრინა. „ჩვენ გვსურს ავავსოთ მისი მსოფლიო შეუდარებელი განცდებით და ნახატებით“, ამბობს ლუისის დედა კატერინა კორბეტი.
ლუისს პიგმენტური რეტინიტი აქვს – თვალის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გენეტიკური დეფექტებით და იწვევს ბადურას კვდომას. მაგრამ ახლა ლუისი ბრმა პროფესიონალ მთასვლელთან ენდი ჰოლცერთან ერთად მთებით და კლდეებით ტკბება.
პიგმენტური რეტინიტი- დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია დაავადებული. რეტინიტით ლუისის ორი ძმაც არის დაავადებული, მაგრამ პატარა ძმასთან შედარებით მათ ნაკლებად პროგრესირებადი აქვთ,ყველანაირი გართულების გარეშე. წინა წელს ლუისის მხედველობა გაუუარესდა. ის ყვება „ აგვისტოში, სკოლაში რა ეწერა დაფაზე ვერ გავარჩიე, ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა“ . ეს საშინელი შოკი იყო ბიჭუნასთვის და მისი მშობლებისათვის. ლუისი ჩაიკეტა ოთახში, ყოველ ღამე ტიროდა და სულ მარტო ყოფნა სურდა. დედას მოუვიდა იდეა „ ლუისის საოცნებო თავგადასავალი“. მშობლებმა შეიმუშავეს გეგმა, ბიჭუნას უამბეს და ანახეს ის ადგილები სადაც იმოგზაურებდნენ. ლუის ძალიან მოეწონა, მაგრამ ეს თავგადასავალი საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ. ლუისის მშობლები ფარმაცევტები არიან და აქედან გამომდინარე, რომ მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ მათ საკუთარი პროექტი მეზობლებს გაუზიარეს, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ. ერთ-ერთმა მეზობელმა ბიჭუნას ბოსტონის ლეგენდარული კალათბურთის გუნდის „კელთიქსის“ თამაშის ბილეთი აჩუქა. ბიჭუნა სიხარულისაგან აღფრთოვანებული იყო. მარტში ლუისმა მამასთან და ძმასთან ერთად დაათვალიერა ნიუ-ორკში ემპაირ- სტეის- ბილდინგი, გრანდ-კანიონი და ბოლოს Google კორპორაცია კალიფორნიაში.
ბოლო თვეებში ბიჭუნამ ბევრი გადაიტანა, ის ყვება, რომ მას ძალიან მოეწონა რომში წმინდა პეტრეს ტაძარი და ყველაზე მეტად მოეწონა იტალიის არქიტექტურა და საჭმელები. ის ოცნებობს გახდეს არქიტექტორი იმის მიუხედავად რომ დაბრმავდება. და ამ ყველაფრის მიუხედავად მას სჯერა, რომ თუ ძალიან ეცდები ყველაფერი გამოგივა.