ეკო ფანგანი: ქმარს ფეხებიც უნდა დაბანო და იატაკიც უნდა მოხეხო

 

     ქალები დღეს შავი მუშები არიან, კაცები კი მოქეიფე ტიპები, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალ “რეიტინგთან” ინტერვიუში მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი აცხადებს.
ფანგანი ადრეულ ასაკში ქორწინებას დაუშვებლად მიიჩნევს.
“წყვილი ადრე არ უნდა დაქორწინდეს. ადამიანებმა უნდა ნახონ ყველაფერი და 30 წლის ასაკში, ან შემდეგ შექმნან ოჯახი. მანამდე ქალი ჩამოყალიბდება, მიიღებს განათლებას, რეალიზდება როგორც პიროვნება და არა როგორც იატაკების მხეხავი და ქმრის ფეხების დამბანი. ქმარს ფეხებიც უნდა დაბანო და იატაკიც უნდა მოხეხო, მაგრამ იმ ქმარმაც უნდა დაგბანოს ფეხები და თუ ცუდად ხარ, მოხეხოს იატაკი”, – აცხადებს ფანგანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები