რა შუაშია “სელფი” ტილებთან – “როსპოტრებნადზორის“ განცხადება

„როსპოტრენადზორის“ პედიკულოზთან ბრძოლაზე გამოცემულ ბროშურაში ნათქვამია, რომ „სელფის“ გადაღებისას მონაწილეები ეხუტებიან ერთმანეთს და ამით ხელს უწყობენ ტილებს გამრავლებაში. როგორც ბროშურაშია აღნიშნული, ახალგაზრდებში ტილების გავრცელების ძირითადი მიზეზი „სელფის“ გადაღებაა. ამასთანავე, ორგანიზაცია „ბავშვთა კოლექტივის“ ექიმები პედიკულოზით დაავადებული ბავშვების მიღებას კრძალავენ. „სელფების“ თემა ზოგ სიტუაციაში არაერთხელ განხილულა სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის მიერ. მაგალითად, ოქტომბერში რუსეთში მოღვაწე მუფტიების თავჯდომარის მოადგილემ რუშან აბიასოვმა განაცხადა, რომ მექაში გადაღებული „სელფები“ და სოციალურ ქსელებში განხილვები მომლოცველებს ხელს უშლის „ხაჯას“ სრულყოფილად ჩატარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები