საფრანგეთის მაუწყებელი ფინანსური მიზეზებით საბავშვო ევროვიზიის ორგანიზებაზე უარს აცხადებს
საფრანგეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა France Télévisions-მა განაცხადა, რომ ფინანსური შეზღუდვების გამო, 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს არ უმასპინძლებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში ორგანიზაციას სჭირდება ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც დამატებითი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობას ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის.
როგორც მედია აღნიშნავს, გადაწყვეტილება მიღებულია ფართო საბიუჯეტო ოპტიმიზაციის გეგმის ფარგლებში.
საფრანგეთს საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობის უფლება 2025 წლის კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჰქონდა, თუმცა მაუწყებელმა გადაწყვიტა ამ უფლებით არ ესარგებლა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაადასტურა, რომ კონკურსი გაიმართება და ამჟამად 2026 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის ალტერნატიული მასპინძელი ქვეყნის მოძიება მიმდინარეობს.
კონკურსის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.