აშშ-ის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა “მწვანე ბარათის” (Diversity Visa, DV1) პროგრამის დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადა.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია ამ თვის დასაწყისში ბრაუნისის უნივერსიტეტში მომხდარ მასობრივი სროლის ინციდენტთან, რომლის ეჭვმიტანილი პირიც მრავალფეროვნების ვიზის (მწვანე ბარათი) პროგრამის ფარგლებში აშშ-ში მოხვედრილი პორტუგალიელი მოქალაქე იყო.
შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებით, პროგრამის შეჩერება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით გადაწყდა და იმიგრაციის პროცესში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ემსახურება. მათივე ცნობით, პროგრამის შეჩერება დროებითია.
როგორც მედია წერს, 2025 წელს აღნიშნულ პროგრამაში თითქმის 20 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.