ჩრდილოეთ კაროლინაში NASCAR-ის (სერიული ავტომობილებით რბოლის ეროვნული ასოციაცია) მძღოლის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა.
ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავში 7 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ცნობილ მრბოლელს გრეგ ბიფლის ეკუთვნოდა. გარდაცვლილთა შორის არის თავად მრბოლელი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი.
ამ დროისთვის, ცხედრების ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.