ლევან მაჭავარიანი – ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი- დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო”.

მაჭავარიანი იხსენებს, რომ სწორედ ჯონსონმა ჩაშალა 2022 წლის აპრილში უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.

“არადა ომის დაწყებიდან პირველივე თვეებში უკრაინას პირდებოდნენ, დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბატონმა ჯონსონმა ჩაშალა 2022 წლის აპრილში უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ბატონი ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი

უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ”, – წერს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები